Monday, April 11, 2016

მეცხრე დღე

      ტრენინგის    რეფლექსია-დავამთავრეთ  9  დღიანი  ტრენინგი,  საინტერესოდ  და  შინაარსიანად    წარიმართა.    პროექტის   დანერგვა   სასწავლო  პროცესში  ერთ-ერთი  წარმატებული   მიმართულებაა.  ის  სასწავლო  მეთოდებს  შორის  ყველაზე  უკეთესად  აჩვენებს     მოსწავლეს,  თუ  სკოლაში  მიღებული  ცოდნა  როგორ  გამოიყენოს   რეალურ  ცხოვრებაში,   ხელს  უწყობს   მოსწავლეებში  მოტივაციის  ამაღლებას,  21 -ე    საუკუნის სააზროვნო   უნარ-ჩვევების   ჩამოყალიბებას.
      პროექტის   დანერგვა  სასწავლო  პროცესში    მასწავლებლისაგან  საკმაოდ  გააზრებულ,  შემოქმედებით  მიდგომებს  მოითხოვს.  ინტელის  ძირითადი  სასწავლო  კურსი  დიდ  დახმარებას  გაგვიწევს ,   თუ  როგორ  დავგეგმოთ      სასწავლო  პროექტები.

     დიდი       მადლობა   ტრენერს  საინტერესო  მუშაობისათვის.

No comments:

Post a Comment