Monday, April 11, 2016

მეცხრე დღე

      ტრენინგის    რეფლექსია-დავამთავრეთ  9  დღიანი  ტრენინგი,  საინტერესოდ  და  შინაარსიანად    წარიმართა.    პროექტის   დანერგვა   სასწავლო  პროცესში  ერთ-ერთი  წარმატებული   მიმართულებაა.  ის  სასწავლო  მეთოდებს  შორის  ყველაზე  უკეთესად  აჩვენებს     მოსწავლეს,  თუ  სკოლაში  მიღებული  ცოდნა  როგორ  გამოიყენოს   რეალურ  ცხოვრებაში,   ხელს  უწყობს   მოსწავლეებში  მოტივაციის  ამაღლებას,  21 -ე    საუკუნის სააზროვნო   უნარ-ჩვევების   ჩამოყალიბებას.
      პროექტის   დანერგვა  სასწავლო  პროცესში    მასწავლებლისაგან  საკმაოდ  გააზრებულ,  შემოქმედებით  მიდგომებს  მოითხოვს.  ინტელის  ძირითადი  სასწავლო  კურსი  დიდ  დახმარებას  გაგვიწევს ,   თუ  როგორ  დავგეგმოთ      სასწავლო  პროექტები.

     დიდი       მადლობა   ტრენერს  საინტერესო  მუშაობისათვის.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

Wednesday, April 6, 2016

მერვე დღე

დღეს  განვიხილეთ    დაგეგმვა  მოსწავლეთა  წარმატებისთვის     და  ფასილიტაცია
ტექნოლოგიების  გამოყენებით.  ვიმსჯელეთ  შეფასების  რუბრიკებზე,  რაც  დაგვეხმარება  გავაუმჯობესოთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი  და  შეფასების  სტრატეგიები.  განვიხილეთ,  როგორ  შევქმნათ  სასწავლო  გარემო  პროექტებზე  დაფუძნებული  სწავლების  წარმართვისას.

Monday, April 4, 2016

მეშვიდე დღე

დღეს  განვიხილეთ   მოსწავლეთა   პროექტების  შეფასება,  შეფასების  სტრატეგიები,  მოსწავლეთა   შეფასების  ფორმები,  რაც  დამეხმარება   პროექტის  განხორციელებაში.  დატვირთული  სამუშაო  დღე  იყო,  მადლობა   ტრენერს.

Wednesday, March 30, 2016

მეექვსე დღე

დღეს   შევისწავლე  ,  როგორ  მოვძებნო  ჩემთვის  საინტერესო  მასალა  ინტერნეტსივრცეში.   გავეცანი ვებგვერდების  მისამართებს,  რაც  დამეხმარება  მუშაობის  პროცესში.     დღევანდელი   სამუშო   საინტერესო   და  შთამბეჭდავი   იყო.  მადლობა  ტრენერს.

Monday, March 28, 2016

დღე მეხუთე

დღეს  შევისწავლე   მასწავლებლის  პორტფოლიოს   შექმნა   და  ბლოგზე  ატვირთვა.  საინტერესო   და  მეტად  საჭირო  საკითხი  იყო.  მადლობა  ტრენერს.

ჩემი პროექტის პრეზენტაცია


Friday, March 25, 2016

დღეს  განვიხილეთ  შეფასების  სხვადასხვა  მეთოდი,  რომელიც  დამეხმარება  პროექტის  სრულყოფილად  განხორციელებაში.  განვიხილეთ  როგორ  ხდება  პროცედურების  გაწერა   სასწ.  პროექტისთვის.  ტრენინგი  შთამბეჭდავი  იყო.  მადლობა  ტრენერს.

Sunday, March 20, 2016

ტრენინგის მეორე დღე

დღეს  შევისწავლე  ბლოგზე   შესვლა,  გავეცანი  პროექტის  ტიპებს,  მათ  მნიშვნელობას  სასწავლო  პროცესში,  გავეცანი  ბუკლეტის  ნიმუშებს, გადმოვწერე ბუკლეტის  შაბლონი და მოვარგე ჩემს პროექტს. 

ჩემი პრობლემა

        ჩემი   პრობლემაა  კლასის   მრავალრიცხოვნება.  რაც  იწვევს  ხმაურს  ბუკებზე  მუშაობის  დროს.